ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ვერავინ შეაჩერებს მთელი მსოფლიოს მუსლიმებს, თუ ისრაელი ღაზის სექტორში დანაშაულების ჩადენას გააგრძელებს. ამის შესახებ ირანული მედია იტყობინება.
„თუ ისრაელი ღაზაში დანაშულების ჩადენას არ შეწყვეტს, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მუსლიმებსა და „წინააღმდეგობის ძალებს“ ვერავინ შეაჩერებს“, - აცხადებს ალი ხამენეი.
მისივე თქმით, ისრაელის ოფიციალური პირები პალესტინელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.