ისრაელის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი: ვერ მოვახერხეთ „ჰამასის“ თავდასხმის აღკვეთა, ამაზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება

ისრაელის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი: ვერ მოვახერხეთ „ჰამასის“ თავდასხმის აღკვეთა, ამაზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება

ისრაელის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა რონენ ბარმა 7 ოქტომბერს მომხდარ „ჰამასის“ იერიშზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი წერს.

რონენ ბარის განცხადებით, ის, როგორც სპეცსამსახურის ხელმძღვანელი მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა ახლა მიმდინარეობს ბრძოლა, ამიტომ გამოძიება მოგვიანებით ჩატარდება.

The Times of Israel-ის ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ღაზის სექტორში უჩვეულო გადაადგილება შენიშნა. ამის შემდეგ გვიან ღამით უწყებებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. მიუხედავად ამისა, რონენ ბარი კონტრდაზვერვის სამსახურის შტაბბინაში წავიდა და ღაზის სექტორის საზღვარზე მცირე ჯგუფის გაგზავნის განკარგულება გასცა, რადგან „მცირე თავდასხმას ელოდებოდა“.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.