გოგა ხაინდრავა:

გოგა ხაინდრავა: "ჩვენმა მზემ, მადამ პრეზიდენტმა "ოცნების" ოცნება მორჩა, ახლა ჩემი ოცნება იწყება!-ო"

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

"საფრანგეთის "მეფე მზემ" ლუდოვიკო XIV-მ განაცხადა:

"საფრანგეთი ვარ მე!"

ჩვენმა მზემ, მადამ პრეზიდენტმა თხა თხაზე ნაკლებიო და: სახელმწიფო ვარ მე!-ო

აღარც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არსებობს, მხოლოდ ორბელიანების სასახლის ბინადარი მეო! "ოცნების" ოცნება მორჩა, ახლა ჩემი ოცნება იწყება!-ო".