მერაბ ტურავა: გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არაკონსტიტუციური - ჩვენ არ გვჭირდება არავისი ზეწოლა და ზემოქმედება

მერაბ ტურავა: გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არაკონსტიტუციური - ჩვენ არ გვჭირდება არავისი ზეწოლა და ზემოქმედება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, სასამართლომ სამართლებრივად დასაბუთებული, კონსტიტუციის შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

„რამდენიმე საათია, უკვე გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 60 გვერდისაგან შედგება. ეს გადაწყვეტილება არის სტრუქტურულად და შინაარსობრივად კარგად ჩამოყალიბებული. იქ არის ყველა არგუმენტი, ყველანაირი პოზიცია, რომელიც ამ გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციურობას ასაბუთებს.

ჩვენ არ გვჭირდება არავისი ზეწოლა და ზემოქმედება, ვიცით, რა არის კონსტიტუციური და რა არის არაკონსტიტუციური, კონსტიტუციური-არაკონსტიტუციურის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ ვითვალისწინებთ არავის აზრს, მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის მიხედვით, კონსტიტუციურია თუ არაკონსტიტუციური.

ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ სამართლებრივი, სამართლებრივად დასაბუთებული, კონსტიტუციის შესაბამისი“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.