სალომე ზურაბიშვილი: არსად მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ

სალომე ზურაბიშვილი: არსად მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ

არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს ევროპული მომავალი და დემოკრატია ერთი ქვით მოკლეს.

„დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა, ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც დღეს დარჩენილი იყო ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთ ისეთ ადგილად, სადაც გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა სასამართლო. არსად მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.

ლაზი პასუხს ეს არაფერზე აგებს, ხელფასი და აპარტამენტები კარგი აქვს. საფრანგეთში, ერთი რიგით პენსიონერობას, მიუხედავად იმისა რომ აქ არავინ არაფერს გეკითხება, მაინც პრეზიდენტობა სჯობს. თანაც თუ თავს დააჯერებს, რომ ვიღაცებს ნერვებს უშლის, მთლად ნირვანაში იქნება ვადის ამოწურვამდე.
1 წლის უკან
Maverick გადადგები, თუ არ გადადგებო, ჩვენთვის უკვე გადაყენებული ბრძანდები!

"ფიში-ფიშის" ვინ დაგიძახებს სულერთია, უკვე ჩაასოლე!
1 წლის უკან