ევა გოცირიძე: საკონსტიტუციო სასამართლო დარჩა იმ პრინციპის ერთგული, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას

ევა გოცირიძე: საკონსტიტუციო სასამართლო დარჩა იმ პრინციპის ერთგული, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო დარჩა იმ პრინციპის ერთგული, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

„თუკი საქართველო მოახდენს კონსტიტუციის უგულებელყოფას, სამართლის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფას და თავის ნებაზე მიუშვებს იმას, რომ თანამდებობის პირებმა, მათთვის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლების გადაცილებით იმოქმედონ, თვითნებურად იმოქმედონ, მაშინ ჩვენი ადგილი მართლა არ ყოფილა ევროკავშირში“, - აღნიშნა ევა გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.