ანრი ოხანაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ქვეყნის კონსტიტუცია დაიცვეს და პატივი სცეს კონსტიტუციურ წესრიგს

ანრი ოხანაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა ქვეყნის კონსტიტუცია დაიცვეს და პატივი სცეს კონსტიტუციურ წესრიგს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილება შეაფასა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა საქართველოს კონსტიტუცია დაიცვეს.

„ობიექტური დამკვირვებლის პერსპექტივიდან არავითარი სივრცე არ რჩებოდა იმისთვის, ვინმეს ეთქვა, რომ აქ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა, ვინც დაადგინეს კონსტიტუციის დარღვევა, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია დაიცვეს, პატივი სცეს კონსტიტუციურ წესრიგს და იხელმძღვანელებს საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმებით, რომლებიც აყალიბებენ იმ წესრიგს, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში არსებობს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოაცხადა.