„ჰამასმა“ ისრაელში 199 მძევალი აიყვანა. ამის შესახებ BBC ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერზე დანიელ ჰაგარიზე დაყრდნობით წერს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 155 მძევლის შესახებ. ჰაგარის თქმით, მთავრობამ ახალი ცნობები ყველა გატაებულის ოჯახს მიაწოდა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.