დავით მათიკაშვილი: იმდენად ცალსახაა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომ ამ საკონსტიტუციო წარდგინების დაკმაყოფილების გარდა სხვა სამართლებრივი შედეგი წარმოუდგენელია

დავით მათიკაშვილი: იმდენად ცალსახაა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომ ამ საკონსტიტუციო წარდგინების დაკმაყოფილების გარდა სხვა სამართლებრივი შედეგი წარმოუდგენელია

იმდენად მარტივი იურიდიული საკითხია, რომ თუ არა ამ საკონსტიტუციო წარდგინების დაკმაყოფილება, სხვა სამართლებრივი შედეგი უბრალოდ წარმოუდგენელია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„იმდენად ცალსახაა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის დარღვევა, რომ ძალიან რთული იქნება ნებისმიერი მოსამართლისა და იურისტისთვის სხვა გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ თავიდანვე ცალსახად და გარკვევით ვუთხარით საზოგადოებას, რომ 100 ხმის მოგროვების რესურსი უმრავლესობას არ გააჩნია, თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუკი არ მოგროვდება შესაბამისი ხმები, საზოგადოებისთვის იქნება მკაფიოდ გასაგები, რომ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადება.