ქართული ოპოზიცია არის პოლიტიკური ფაროსანა, ცალსახად, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მას მიაჩნია, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება ქვეყანაში დაეყრდნონ, „ქართული ოცნებაა“.
„ქართულ საზოგადოებაში ყველას ესმის - მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, რომ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს ეს ქვეყანა არის „ქართული ოცნება“. იმისდა მიუხედავად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მისდამი ქართული საზოგადოების ნაწილს. ყველა დანარჩენი სამარცხვინოა“, - განაცხადა ხაინდრავამ.