ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციისთვის მზადყოფნას ასრულებს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევა და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს.
პარალელურად, ავია იერიშები გრძელდება ღაზის სექტორზე.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.