ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ღაზის სექტორთან საზღვარზე, ფრონტის ხაზზე განთავსებული სამხედროები მოინახულა. ამის შესახებ BBC წერს.
„ღაზასთან, ფრონტის ხაზზე სამხედროებთან ერთად. ჩვენ ყველა მზად ვართ”, - წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ X-ზე.
დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი“) ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.