დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში პალესტინელების მხარდამჭერი მასობრივი აქცია იმართება. ლონდონის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და მათ სოლიდარობა პალესტინური დროშებითა და ლოზუნგებით გამოუცხადა. ამის შესახებ BBC წერს.
ქვეყნის მთავრობის განცხადებით, დაჯგუფება „ჰამასის“ სიმბოლიკა აკრძალულია, თუმცა პალესტინური დროშები კანონის დარღვევად არ მიიჩნევა.
დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი“) ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.