ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას უკრაინის 7 მოქალაქე ემსხვერპლა

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას უკრაინის 7 მოქალაქე ემსხვერპლა

ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. როგორც CNN-ი იუწყებაიუწყება, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ყველა მსხვერპლი იდენტიფიცირებულია და ამის შესახებ მათ ოჯახებს უკვე შეატყობინეს.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.