საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022-2028 წლების განახლებული შეფასება და გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა.
შეფასების მიხედვით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ის ზრდის ტემპით 193 სახელმწიფოს შორის მეორე ადგილზეა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე გავიდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომდევნო ხუთ წელში ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 54%-ით გაიზრდება. სავალუტო ფონდის შეფასებით, არსებული პროგნოზის მიხედვით, საქართველო მოწინავე პოზიციებს კიდევ ორი მიმართულებით იკავებს.