ამირან სალუქვაძე: მაქვს იმედი, რომ აშშ-ის მხრიდან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ასეთი მძლავრი ფლოტის გადასროლა ხდება იმისთვის, რომ სხვა ძალების შეკავება მოხდეს

ამირან სალუქვაძე: მაქვს იმედი, რომ აშშ-ის მხრიდან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ასეთი მძლავრი ფლოტის გადასროლა ხდება იმისთვის, რომ სხვა ძალების შეკავება მოხდეს

მაქვს იმედი, რომ აშშ-ის მხრიდან [ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში] ასეთი მძლავრი ფლოტის გადასროლა ხდება იმისთვის, რომ სხვა ძალების შეკავება მოხდეს. ვიქონიოთ იმედი, რომ ამას შემაკავებელი ფაქტორი ექნება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მაგრამ, მთავარი მაინც წინ გველოდება - ძალიან მძიმე საჯარისო ოპერაცია, რომელიც შეიძლება ღაზას სექტორში ჩატარდეს და ეს არ იქნება მარტივი გასეირნება. შესაძლოა ამ ოპერაციამ ძალიან დიდ ხანს, დიდი დანაკარგებით გასტანოს“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.