სააკაშვილის რეჟიმის „ღამის ნოტარიუსი“ ნუნუ გინტური, რომელსაც ოქრუაშვილ-ადეიშვილისა და კეზერაშვილის პირად ნოტარიუსადაც მოიხსენიებენ, დაკავებულია. სწორედ მისი სახელი ფიგურირებს „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ღამის საათებში ადამიანებისთვის ქონების იძულებით დათმობის ბევრ სკანდალურ საქმეში.
ამჯერად სამართალდამცველებმა გინტური სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე დააკავეს. მასთან ერთად, ბრალდებულია კიდევ ერთი ადამიანი.