მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისის“ გახსნის პარალელურად, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულთა ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისის“ გახსნის პარალელურად, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულთა ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისის“ გახსნის პარალელურად, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულთა ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს.

როგორც ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ არაერთი ოჯახი გაანადგურა და მსგავსი ოფისის გახსნა შეურაცხმყოფელია.

„პრეზიდენტის გასაგონად ვამბობ, ხელი არ წაუცდეს და ეს კაცი არ შეიწყალოს. მე რა მინდა იცით, ამ ხალხს ვკითხო? თქვენ რაც დააშავეთ და რა დანაშაულიც ჩაიდინეთ, ამოწყვიტეთ ამდენი ხალხი, ორი ტრაგიკული ადამიანი ვიდექით აქ. ერთ კითხვას დავუსვამდი და გაეცათ პასუხი, მეტი არაფერი. ეს სისხლისმსმელები, რომლებსაც არავისთვის ერთი ბოდიში არ აქვთ მოხდილი, დღეს რომ დემოკრატიაზე საუბრობენ, ევროპისკენ როგორ მიდიოდნენ, ხალხის კვლით? გაუპატიურებებით და ქონების წართმევით? ეს არის ევროპა? ესენი არიან პროევროპელები?“, - განაცხადა სოსო რობაქიძემ.