The New York Times: აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანის ლიდერები ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით გაკვირვებულები იყვნენ

The New York Times: აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანის ლიდერები ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით გაკვირვებულები იყვნენ

აშშ-ის დაზვერვის მიერ შეგროვილი მონაცემებით, „ირანის ლიდერები გაკვირვებულები იყვნენ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით“. ამის შესახებ The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წყაროები ამ ლიდერების ვინაობას არ ამხელენ, მაგრამ ამბობენ, რომ ეს ხალხი ყოველთვის ინფორმირებულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოპერაციების შესახებ.

NYT წერს, რომ 10 ოქტომბერს დაზვერვის მაღალი თანამდებობის წარმომდგენელმა აშშ-ის კონგრესის წევრებს გააცნო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მიღებული ცნობები ეწინააღმდეგება განცხადებებს იმის შესახებ, რომ „ჰამასს“ თავდასხმის ორგანიზებაში ირანი დაეხმარა. ამასთან, გამოცემის წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ირანის ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები შესაძლოა მომავალში გამოჩნდეს.

ირანის ოფიციალურმა პირებმა „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმასთან კავშირი უარყვეს. თუმცა, WSJ-ს ცნობით, „ჰამასს“ თავდასხმის ორგანიზებაში სწორედ თეირანი ეხმარებოდა.