„ჰამასის“ სამხედრო სპიკერი:: ამ წუთიდან ჩვენი ხალხისთვის ნებისმიერ დამიზნებას მოჰყვება მძევლების სიკვდილით დასჯა, რომელიც გადაიცემა ვიდეო და აუდიო საშუალებით

„ჰამასის“ სამხედრო სპიკერი:: ამ წუთიდან ჩვენი ხალხისთვის ნებისმიერ დამიზნებას მოჰყვება მძევლების სიკვდილით დასჯა, რომელიც გადაიცემა ვიდეო და აუდიო საშუალებით

„ჰამასი“ ისრაელს ტყვეების სიკვდილით დასჯით დაემუქრა, თუ ისრაელი გააგრძელებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვასა და მკვლელობას, - როგორც ისრაელის მედია წერს, ამის შესახებ ჰამასის სამხედრო სპიკერმა განაცხადა.

„ამ წუთიდან ჩვენი ხალხისთვის ნებისმიერ დამიზნებას მოჰყვება მძევლების სიკვდილით დასჯა, რომელიც გადაიცემა ვიდეო და აუდიო საშუალებით. ჩვენ ვწუხვართ ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ისრაელს და მათ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ ობეიდამ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.