ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 სთ-ზე ჩაინიშნა „საქართველოს ავიახაზების” დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით.
„მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც. მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის“, - წერს ლაშა ჟვანია.