ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც გააჟღერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირადად ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომლის ნდობაც გააჩნიათ, რათა იყოს შუამავალი და ფასილიტატორი

ირაკლი ჩიქოვანი: ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც გააჟღერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირადად ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, რომლის ნდობაც გააჩნიათ, რათა იყოს შუამავალი და ფასილიტატორი

კარგად გვესმის, რომ ჩვენს რეგიონში, კავკასიაში იცვლება გეოპოლიტიკური სურათი. ის, რაც მოხდა ყარაბაღის შემთხვევაში, აბსოლუტურად ცვლის ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენს ორივე მეზობელთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც გააჟღერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ის მადლიერების სიტყვები, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და პირადად ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. იმ ადამიანის მიმართ, რომლის ნდობაც გააჩნიათ, რათა იყოს შუამავალი, ფასილიტატორი და შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი რამ და ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილების, სახელმწიფოებს შორის ერთგულებისა და პირადი ნდობის შედეგი“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.