ისრაელიდან ღაზას სექტორში წყლის მიწოდება შეწყვეტილია. ამის შესახებ BBC ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, ისრაელ კატცის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. „არავითარი ელექტროენერგია, არავითარი საკვები, არავითარი საწვავი. ჩვენ ბარბაროსებს გებრძვით და შესაბამის პასუხს გავცემთ“, - განაცხადა იოავ გალანტმა.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.