შალვა პაპუაშვილი: ევროპის წვლილი დეპოლარიზაციაში ზუსტად ეს იქნებოდა, რომ გადმოსცენ საქართველოს დამნაშავე კეზერაშვილი. კრიმინალებს თავშესაფარს არ უნდა აძლევდნენ

შალვა პაპუაშვილი: ევროპის წვლილი დეპოლარიზაციაში ზუსტად ეს იქნებოდა, რომ გადმოსცენ საქართველოს დამნაშავე კეზერაშვილი. კრიმინალებს თავშესაფარს არ უნდა აძლევდნენ

ევროპის წვლილი დეპოლარიზაციაში ზუსტად ეს იქნებოდა, რომ გადმოსცენ საქართველოს დამნაშავე, რომელიც თავს აფარებს ევროპას. კრიმინალებს თავშესაფარს არ უნდა აძლევდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით კეზერაშვილს 5 მილიონი ევრო აქვს დასაბრუნებელი საქართველოს ბიუჯეტში და ნაცვლად ამისა, ნახევარ მილიონს ხარჯავს „ფორმულას“ პროპაგანდაში.

„მე მოვუწოდებ „ფორმულას“, ჩაატარეთ გამოძიება დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით. აზრი დაბადებულა ოდესმე „ფორმულას“ რედაქციაში, რომ შემთხვევით ხომ არ ჩაატარებდით ჟურნალისტურ გამოძიებას?! ის ხუთი მილიონი, რომელიც კეზერაშვილმა მოიპარა ქართველი ხალხისგან და რომლითაც შემდეგ შექმნა ტელევიზია, ის პენსიონერების ფული, რომელსაც ჰპარავს ევროპელებს და „ბი-ბი-სი“ საუბრობდა. ათი წელი აქვს მისჯილი დავით კეზერაშვილს და ამნისტიის გამო განახევრებულია ხუთ წელზე. გარდა ამისა, 5 მილიონი ევრო აქვს დასაბრუნებელი ქართულ ბიუჯეტში და ნაცვლად იმისა, რომ ქართველ ხალხს დაუბრუნოს ეს ფული, ნახევარ მილიონს ხარჯავს „ფორმულას“ პროპაგანდაში და ეს გამოჩნდა „ფარას“ მიხედვით. თქვენი თქმით, „რუსული კანონის“ მეშვეობით ვნახეთ, რომ „ფორმულას“ სახელით დადებულია ხელშეკრულება ლობისტებთან, დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარზე, რომ ის დეზინფორმაცია, რომელიც შეეხება დავით კეზერაშვილს და ამას მისი მედიაც ფუთავს, ეს ინფორმაცია გაიტანონ, რომ ვითომ, ის არის მედია მენეჯერი, დევნილი და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ის არის კრიმინალი და ევროპის პასუხისმგებლობაა, რომ ის ადამიანი, რომელსაც დანაშაულები აქვს ჩადენილი და დადასტურებულად ვიცით, საკუთარი აღიარებით, რომ საქართველოში აფინანსებს მედიას, პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ევროპის წვლილი დეპოლარიზაციაში ზუსტად ეს იქნებოდა, რომ გადმოსცენ საქართველოს დამნაშავე, რომელიც თავს აფარებს ევროპას. კრიმინალებს თავშესაფარს არ უნდა აძლევდნენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.