შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: იმდენად არ ენდობიან ერთმანეთს, არც კი შემოდიან დარბაზში, რომ შემთხვევით ღილაკს თითი არ მიაჭირონ. ამიტომ გამჭვირვალობა მათ აშინებთ, რადგან ღია კენჭისყრების დროს მათი ჩამოშლა გამოჩნდება

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: იმდენად არ ენდობიან ერთმანეთს, არც კი შემოდიან დარბაზში, რომ შემთხვევით ღილაკს თითი არ მიაჭირონ. ამიტომ გამჭვირვალობა მათ აშინებთ, რადგან ღია კენჭისყრების დროს მათი ჩამოშლა გამოჩნდება

თუ დღევანდელ რეგლამენტს ჩახედავთ, არის აბსოლუტურად უსისტემო - მაგალითად „საქსტატის“ საბჭოს წევს ვირჩევთ ფარული კენჭისყრით და კომუნიკაციების კომისიის წევრს - ღია კენჭისყრით. არანაირი ლოგიკა არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რეგლამენტში ცვლილებები გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ხორციელდება.

„რადიკალურ ოპოზიციას აქვს კომპეტენციის პრობლემა და როგორც ჩანს წერა-კითხვის პრობლემაც აქვთ. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ ხდება. ეს არის სინამდვილეში დაკავშირებული იმ ცვლილებებთან, რომელიც ხორციელდება ეტაპობრივად პარლამენტის რეგლამენტში გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, პროცედურების დასახვეწად და ა.შ. ეს ცვლილება შეეხება შემდეგ საკითხს - რეგლამენტში არის საკითხები, რომელიც ფარული კენჭისყრით წყდება და რომელიც ღია კენჭისყრით, მათ შორის სხვადასხვა თანამდებობაზე არჩევის დროს. თუ დღევანდელ რეგლამენტს ჩახედავთ, არის აბსოლუტურად უსისტემო - მაგალითად საქსტატის საბჭოს წევრს ვირჩევთ ფარული კენჭისყრით და კომუნიკაციების კომისიის წევრს - ღია კენჭისყრით. არანაირი ლოგიკა არ არის. ინიცირების იდეაა ის, რაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, მხოლოდ მასზე იყოს ფარული კენჭისყრა და ეს არის ერთადერთი კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში. სხვა დანარჩენი კენჭისყრები კი იყოს ღია. იცით, რომ ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც გავხსენით კენჭისყრა.

რაც შეეხება ნდობა-უნდობლობას, ვინ არ ენდობა საკუთარი გუნდის წევრებს ვხედავთ - იმდენად არ ენდობიან ერთმანეთს, რომ არც კი შემოდიან დარბაზში, რომ შემთხვევით ღილაკს თითი არ მიაჭირონ. ამიტომ გამჭვირვალობა მათ აშინებთ, რადგან ასეთი კენჭისყრების დროს მათი ჩამოშლა გამოჩნდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.