ისრაელში მცხოვრები ქართველი: უპრეცედენტო რაღაც მოხდა. არავინ ელოდა „ჰამასის“ შემოსვლას ხმელეთზე

ისრაელში მცხოვრები ქართველი: უპრეცედენტო რაღაც მოხდა. არავინ ელოდა „ჰამასის“ შემოსვლას ხმელეთზე

უპრეცედენტო რაღაც მოხდა. არავინ ელოდა „ჰამასის“ შემოსვლას ხმელეთზე, - ამის შესახებ ისრაელში მცხოვრები ქართველი არჩილ ხუციშვილი „ქრონიკასთან“ საუბრობს.

„უპრეცედენტო რაღაც მოხდა. არავინ ელოდა მათ [„ჰამასის“ წარმომადგენლების] შემოსვლას ხმელეთზე. ყოველთვის, როცა ასეთი დაძაბული სიტუაციაა, საომარი ვითარებაა, მოქმედებენ ჰაერიდან და სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ. იქიდან წამოსული რაკეტები სწვდება ცენტრსაც, ფარავს თელავივს, ბათ იამს, იერუსალიმსაც. რკინის გუმბათი მუშაობს ძალიან ეფექტურად, მაგრამ მაგასაც აქვს თავისი შესაძლებლობების ზღვარი. იყო ჩამოვარდნებიც“, - აღნიშნავ ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.