ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით, კერძოდ, აშდოდისა და აშკელონისკენ 120 რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
მათივე ცნობით, მანამდე „ჰამასმა“ რაკეტები იერუსალიმისა და თელ-ავივის მიმართულებით გაუშვა.
თავის მხრივ, BBC ისრაელის სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ აშკელონში სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, აშდოდში კი ერთი ქალი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ხუთივე დაშავებული კლინიკებშია გადაყვანილი.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ ისარელზე თავდასხმა 7 ოქტომბერს, 06:30 საათზე განახორციელა და ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ისრაელიმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე შეტევა დაიწყო.