გიორგი ჩაკვეტაძე სერგი კაპანაძის სტატიაზე: ეს ადამიანები ყოველ დღე უნდა ვამხილოთ, მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

გიორგი ჩაკვეტაძე სერგი კაპანაძის სტატიაზე: ეს ადამიანები ყოველ დღე უნდა ვამხილოთ, მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი

ეს არის არასერიოზული განცხადება, ემსახურება იმას, რომ საბოტაჟი და ხელის შეშლა შემოვიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ჩაკვეტაძემ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის სტატია.

„ეს ადამიანები ყოველ დღე უნდა ვამხილოთ, მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით EURACTIV-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.