ბონდო მძინარაშვილი:  ხალხო, გაგიჟდით?!

ბონდო მძინარაშვილი: ხალხო, გაგიჟდით?!

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებზე, სადაც გალიაში დატყვევებული ბავშვები არიან:

,,ზოგიერთი გახარებული წერს, ქათმების გალიაში ებრაელი ბავშვები არ ყოფილანო!

ხალხო, გაგიჟდით?!

რა მნიშვნელობა აქვს, ეს შეშინებული ბავშვები ებრაელები არიან, არაბები არიან, უკრაინელები არიან, რუსები არიან, ფრანგები არიან, იტალიელები არიან, ბერძნები არიან… თუ სადაურები არიან?!

ბავშვები არიან, ბავშვები!

ეს აქა-იქა თანაგრძნობა რა უბედურებაა?!