საგანგებო მდგომარეობა გრძელდება. რთული, საპასუხისმგებლო და ცუდი პერიოდი გავიარეთ, გუშინ ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში ისმოდა განგაშის ზარები, - ამის შესახებ ქართველმა ექიმმა დიანა გოგბერაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომელიც ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობას.
„ტერორისტების მიერ დაჭრილი ხალხი მოჰყავდათ კლინიკაში, საგანგებო რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. კლინიკამ 150 დაშავებული მიიღო“, - აღნიშნა გოგბერაშვილმა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.