ხატია დეკანოიძე: შეხვედრაზე ნიკა მელიასა და ჩემი მეგობრების თხოვნით მოვედი, ძალიან მაინტერესებს მათი მოსაზრებები

ხატია დეკანოიძე: შეხვედრაზე ნიკა მელიასა და ჩემი მეგობრების თხოვნით მოვედი, ძალიან მაინტერესებს მათი მოსაზრებები

ნიკა მელიასთან მქონდა საუბარი, ასევე ძალიან ბევრ ჩემ მეგობართან, რომელიც დღეს აქ იქნება და ძალიან მაინტერესებს მათი მოსაზრებები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „ბილტმორში” განუცხადა, სადაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრას მართავს.

„მე აქ მოვედი ნიკას და ჩემი მეგობრების თხოვნით. იცით, რომ ეს ადამიანები დიდი ხანი ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. ერთად ვიბრძოლოთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ იმედი მაქვს, რომ ერთად გავაგრძელებთ ბევრ ადამიანთან ბრძოლას“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წუთებში საკუთარ სამომავლო გეგმებს წარადგენს.