ქართველმა ემიგრანტმა, ისრაელში მაია მელქაძემ ისრაელში არსებულ სიტუაციაზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„მოულოდნელად, 05:30 საათზე ჩაირთო საგანგებო სიგნალი. ჩავედით დაცულ ოთახებში, სადაც ასეთ დროს ყველა მოთავსდება. ტერორისტები შემოსული არიან ჩრდილოეთის მხრიდან, სოფლებში არიან მიმოფანტული. ძალიან ბევრი მსხვერპლია. არის ტყვედ აყვანის ძალიან ბევრი შემთხვევა. არიან დაჭრილები. მობილიზებულია საავადმყოფოს მედ-პერსონალი“, - განაცხადა მაია მელქაძემ.
ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 740 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC ისრაელის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.