ნიკა მელია ამ წუთებში საკუთარ სამომავლო გეგმებს წარადგენს

ნიკა მელია ამ წუთებში საკუთარ სამომავლო გეგმებს წარადგენს

„ნაციონალურ მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წუთებში საკუთარ სამომავლო გეგმებს წარადგენს.

მან პარტიის წევრები დაგეგმილ საკონსულტაციო შეხვედრაზე მიიწვია. ჯერ ისევ უცნობია, მელია რჩება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“.

პარალელურად, ლევან ხაბეიშვილის დაანონსებული აქცია ბათუმში გადაიდო. აქცია კლანებს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი იყო. მელია ამბობდა, რომ ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მობილიზება მის პრეზენტაციას სპეციალურად დაამთხვია.