შაბათს დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას აღნიშნავენ და უბრალოდ ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ტვიტერში“ წერს.
„მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, რომელიც დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განახორციელა. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები იკრიბებიან, სიმხათ თორას აღნიშნავენ, და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ“, – აღნიშნავს ჰადას მეიცადი.