რატი იონათამიშვილი: მაქვს იმედი, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად სამართლიან გადაწყვეტილებაში აისახება

რატი იონათამიშვილი: მაქვს იმედი, საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად სამართლიან გადაწყვეტილებაში აისახება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პრემიერ-მინისტრის ესპანეთში ვიზიტი და იქ გაკეთებული გზავნილები შეაფასა.

„მხოლოდ ნიუ-იორკსა და ესპანეთში პრემიერის ვიზიტები რომ შევაჯამოთ, იმდენად დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმდენად აღიარება ხდება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, რომ შეუძლებელია, ეს გონივრულმა და პოზიტიურმა ადამიანმა არ შეაფასოს. მაქვს იმედი, ეს მხარდაჭერა სამართლიან გადაწყვეტილებაში აისახება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერ მინისტრმა კოლეგებისგან მიიღო დასტური, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და რომ საქართველოს 12 რეკომენდაციაზე აქვს პროგრესი. ირაკლი ღარიბაშვილს ევროპელმა კოლეგებმა დაუდასტურეს ისიც, რომ წლის ბოლოს მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას.