ირაკლი კობახიძე: რაზეც გადაირია ჩუგოშვილი, ბესელია, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე: რაზეც გადაირია ჩუგოშვილი, ბესელია, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში

რაზეც გადაირია ჩუგოშვილი, ბესელია, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მისმა განცხადებამ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში ეს ადამიანები აღაშფოთა.

„თამარ ჩუგოშვილის კომენტარი ვნახეთ, რომელიც აღშფოთდა ამ ყველაფერზე, გადაირია, როგორ შეიძლება ეს მოხდესო. ეს ყველაფერი შეაფასა როგორც ძალაუფლების უზურპაცია. ასევე ეკა ბესელია, რომელიც ერთ-ერთი მათი დამცველია, ამბობს ასეთ რამეს, რომ პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს, არგადაგზავნით კონსტიტუციას დაარღვევს „ოცნება“. რაზეც გადაირია ჩუგოშვილი, ბესელია, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში“, - აღნიშნა კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში.