ირაკლი კობახიძემ თეა გოდოლაძე საზოგადოების მიწისძვრის თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა

ირაკლი კობახიძემ თეა გოდოლაძე საზოგადოების მიწისძვრის თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა

„იმედის კვირაში“ გასული რეპორტაჟი, რომელიც ტყიბულის შახტში სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტისთვის 500ტ. ტროტილის აფეთქებას ეხებოდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შეაფასა.

ირაკლი კობახიძე თეა გოდოლაძეს მიწისძვრის თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მიზანი საზოგადოებაში პანიკის დათესვა იყო.

„თითქმის, ყოველ დღე მედიასაშუალებებში იდებოდა ნიუსი „დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა“. პირადად დავინტერესდი, რომ ჩავეძიე გაირკვა, რომ თურმე, მედიასაშუალებებს ამ ნიუსებს თეა გოდოლაძე ადებინებს.

მიზანი რა არის? - ადამიანები უნდა დაზაფრო. ყოველ დილით გვხვდება ნიუსი, რომ „დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა“. მიწისქვეშა ბიძგები თითქმის, ყველა ქვეყანაში ყოველდღიურ რეჟიმში ფიქსირდება-ხოლმე, მაგრამ ეს ხომ მიწისძვრა არ არის.

ასეთი ადამიანისგან არც ტროტილის აფეთქებაა გასაკვირი და არც არაფერი. ბოროტმოქმედია თავისი ბუნებით“, - განაცხადა კობახიძემ.