ბექა ოდიშარია: ოპოზიციას, რომელიც მაამებლურად ესაუბრებოდა პრეზიდენტს იმაზე, თითქოს მას მხარს უჭერდა გარკვეულ ინიციატივებში, სინამდვილეში ერთი მიზანი აქვს - პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილი

ბექა ოდიშარია: ოპოზიციას, რომელიც მაამებლურად ესაუბრებოდა პრეზიდენტს იმაზე, თითქოს მას მხარს უჭერდა გარკვეულ ინიციატივებში, სინამდვილეში ერთი მიზანი აქვს - პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილი

ოპოზიციას, რომელსაც პრეზიდენტის სასახლეში ვხედავდით და რომელიც მას მაამებლურად ესაუბრებოდა იმაზე, თითქოს მას მხარს უჭერდა გარკვეულ ინიციატივებში, სინამდვილეში ერთი მიზანი აქვს - პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილი და მათ განახორციელონ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო გადატრიალებას და რევოლუციას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„მოდით, ქრონოლოგიურად გავყვეთ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხს. პრეზიდენტმა მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა, უმოკლეს ვადაში მიეწოდებინათ შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა მას ჰქონოდა საფუძველი, დაუყოვნებლივ მოეხსნა საქართველოს მოქალაქეობა ფარცხალაძისთვის. მან ეს პირობა, პრაქტიკულად, ღია სივრცეში დადო. იუსტიციის სამინისტრომ ოპერატიულად იმოქმედა და პრეზიდენტს მეორე დღესვე მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამას მოჰყვა სამდღიანი პაუზა, რომელმაც საზოგადოებაში გააჩინა დაბნეულობა. ოპოზიციამ მაშინვე შეცვალა საკუთარი ვორდინგი პრეზიდენტის მიმართ. ოპოზიციას, რომელსაც პრეზიდენტის სასახლეში ვხედავდით და რომელიც მას მაამებლურად ესაუბრებოდა იმაზე, თითქოს მას მხარს უჭერდა გარკვეულ ინიციატივებში, სინამდვილეში ერთი მიზანი აქვს - პრეზიდენტმა შეიწყალოს სააკაშვილი და მათ განახორციელონ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო გადატრიალებას და რევოლუციას. ამის მიღმა „ქართულ ოცნებასაც“ გაუჩნდა კითხვა - რატომ ვითარდება ასე პროცესები? პასუხად მივიღეთ, რომ პრეზიდენტს სურდა, ოთარ ფარცხალაძე პასუხი ეგო ქართული მართლმსაჯულების წინაშე როგორც საქართველოს მოქალაქეს. შემდეგ ჩვენ განვუმარტეთ, რომ ეს ხელს არ უშლიდა ეროვნულ სასამართლოს, აღესრულებინა მართლმსაჯულება ფარცხალაძის მიმართ, თუკი ის ამაში იქნებოდა მხილებული საგამოძიებო უწყებების მხრიდან, ხოლო ოპოზიცია მაშინვე გადავიდა პრეზიდენტის შეურაცხყოფაზე და მიუბრუნდა იმ ლექსიკას, რომელსაც აქტიურად იყენებდა სალომე ზურაბიშვილის მიმართ“, - აცხადებს ოდიშარია.