უკრაინაში ოლიგარქების რეესტრის შედგენა ომის დასრულებამდე გადაიდო

უკრაინაში ოლიგარქების რეესტრის შედგენა ომის დასრულებამდე გადაიდო

უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მთავრობამ დეოლიგარქიზაციის გეგმაში ცვლილებები შეიტანა და ოლიგარქების რეესტრის შედგენა ომის დასრულებამდე გადადო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთ პირობად უკრაინას წაყენებული აქვს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის იმპლემენტაცია, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით.

„სამწუხაროდ, ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ახლა ამის დრო არაა. ამიტომ მთავრობამ გადადო ოლიგარქების რეესტრის შედგენა ომის დასრულებამდე. სამწუხაროა, მაგრამ, პრინციპში, არსებულ პირობებში ამას კრიტიკული მნიშვნელობა არ აქვს. ოლიგარქების სიაში მოხვედრის კანდიდატები აქტიურობით არ გამოირჩევიან და გავლენას ბოროტად არ იყენებენ, ხოლო ომის შემდეგ უკრაინაში შეიძლება საერთოდ არც ერთი ოლიგარქი აღარ იყოს“, - აცხადებს მალიუსკა.