ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში, აღარ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი ქადაგიშვილი: პრეზიდენტი გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში, აღარ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე

სამწუხაროდ, უკვე დადასტურებულია, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებებსა და ქმედებებში, აღარ მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„როდესაც იუსტიციის სამინისტრომ, როგორც კი გახდა საჯარო, რომ ფარცხალაძეს ჰქონია რუსეთის მოქალაქეობა, დაიწყო მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა და ეს მასალა, რომელსაც თითქოს თვითონ პრეზიდენტი ითხოვდა, გადასცა მას, თუმცა ხელს არ აწერს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პრეზიდენტს ამ დრომდე არ მოუწერია ხელი ბრძანებულებაზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას გულისხმობს.

სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ გადაგზავნა მოითხოვა, რამდენიმე საათში კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დასკვნა პრეზიდენტს გადაუგზავნა.