ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანია, რომ ეკონომიკა, რომელიც ქვეყანაში მზარდია, შეფერხდეს და ჩამოიშალოს

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანია, რომ ეკონომიკა, რომელიც ქვეყანაში მზარდია, შეფერხდეს და ჩამოიშალოს

რადგან ხალხი პროვოკაციულ პოლიტიკას არ ჰყვება, ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანია, რომ ეკონომიკა, რომელიც ქვეყანაში მზარდია, შეფერხდეს, ჩამოიშალოს და ამან გამოიწვიოს სოციალურ ნიადაგზე ხალხში უარყოფითი განწყობების ზრდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მაგრამ, ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა მოქმედება გატარდა ისე, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მყარია და არანაირი საფრთხე ინფლაციას თუ ლარის კურსს არ ემუქრება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.