მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტის მიზანი იყო ოპოზიციასთან ერთად რაღაც ფორმით დაეზიანებინა ქართული საბანკო სისტემა

მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტის მიზანი იყო ოპოზიციასთან ერთად რაღაც ფორმით დაეზიანებინა ქართული საბანკო სისტემა

პრეზიდენტის მიზანი იყო ოპოზიციასთან ერთად რაღაც ფორმით დაეზიანებინა ქართული საბანკო სისტემა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საქართველოს პრეზიდენტის რადიკალურ ოპოზიციასთან კავშირზე ისაუბრა.

„აღიარებაც არ უნდოდა, მგონი, ისედაც ნათელია. განსაკუთრებით, მკაფიოდ და ცხადად ეს ყველაფერი გამოჩნდა კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში, როდესაც გამართლება მოხდა ამ ყველაფრის და აშკარად პრეზიდენტმა აშკარად დაიკავა ის პოზიცია, რომელიც ოპოზიციას უკავია.

ასევე, განსაკუთრებით ცხადად ეს წარმოჩინდა, როდესაც მის მიერ ეროვნული ბანკის კანდიდატურების უკან გაწვევაზე გააკეთა განცხადება. ე.ი. მისი მიზანი იყო ოპოზიციასთან ერთად რაღაც ფორმით დაეზიანებინა ქართული საბანკო სისტემა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძემ სალომე ზურაბიშვილთან ღირებულებების კუთხით თანხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზურაბიშვილმა მისი მხარდაჭერა გაამართლა.

პრეზიდენტს ამ დრომდე არ მოუწერია ხელი ბრძანებულებაზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას გულისხმობს.

სალომე ზურაბიშვილმა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ გადაგზავნა მოითხოვა, რამდენიმე საათში კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დასკვნა პრეზიდენტს გადაუგზავნა. რატომ არ აწერს ამ დრომდე ხელს პრეზიდენტი ბრძანებულებას - საკითხზე დღეს პოლიტიკური განცხადებები კეთდება.