ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის 500 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის 500 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით, 500 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

„ათასობით ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლები და მათ გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ. გამოყოფილი თანხა ომით დაზარალებულების საჭიროებებს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და ფსიქოლოგიურ დახმარებას მოხმარდება“, - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.