გივი მიქანაძე: ამ ადამიანების დღის წესრიგი არის დესტრუქცია და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდეს, მაგრამ ვერ გამოსდით და ვერც ვერასდროს გამოუვათ

გივი მიქანაძე: ამ ადამიანების დღის წესრიგი არის დესტრუქცია და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდეს, მაგრამ ვერ გამოსდით და ვერც ვერასდროს გამოუვათ

ამ ადამიანების დღის წესრიგი არის სწორედ დესტრუქცია და რომ საპარლამენტო ცხოვრება არ მიმდინარეობდეს სრულფასოვნად, საქართველო წინ ვერ წავიდეს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდეს, მაგრამ ვერ გამოსდით და ვერც ვერასდროს გამოუვათ, - ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა წინასწარ დადგმული, მიზანმიმართული პერფორმანსი, ამ ადამიანებს არაფერი აქვთ დარჩენილი გარდა იმისა, რომ მოაწყონ მსგავსი შოუები და შეეცადონ, რომ ჩაშალონ პროცესი. ისინი არც ქვეყნისთვის ზრუნავენ, არც საზოგადოებისთვის, არც იმ პროცესში ერთვებიან, რაც საპარლამენტო საქმიანობასთან არის დაკავშირებული და მაქსიმალურს აკეთებენ, რომ პარლამენტის საქმიანობას ხელი შეუშალონ და დესტრუქცია მოახდინონ. ჩვენ ვნახეთ მათი კიდევ ერთი მცდელობა, სხდომის დაწყების პროცესში, როდესაც სხდომის ჩაშლა უნდოდათ. ამის მცდელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს ბიუროს სხდომაზე ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა. შემდგომ, როდესაც ეცადნენ, რომ სიტუაცია გამწვავებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილებით, მათ ერთ-ერთ ლიდერს დაატოვებინეს დარბაზი, ოპოზიცია გავიდა დარბაზიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს არც სათქმელი აქვთ ადამიანებისთვის და არაფერი. მინისტრის საათის ფორმატში ვისმენთ ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშს. ჰქონდათ მცდელობა, რომ მოეწყოთ პროვოკაცია, როდესაც უმრავლესობის ლიდერი აწყობდა ბრიფინგს, ისინი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მიუვარდნენ მას და მოუწყვეს დესტრუქცია. პარალელურად, ერთმა ჯგუფმა გადაინაცვლა პარლამენტის სხდომათა დარბაზში და ეცადნენ მინისტრისთვის ხელი შეეშალათ. ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთზე, რომ ამ ადამიანების დღის წესრიგი არის სწორედ დესტრუქცია და რომ საპარლამენტო ცხოვრება არ მიმდინარეობდეს სრულფასოვნად, საქართველო წინ ვერ წავიდეს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდეს, მაგრამ ვერ გამოსდით და ვერც ვერასდროს გამოუვათ“, - აღნიშნა მიქანაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს უსმენდნენ, ხმაური იყო.