გიორგი ცაგარეიშვილი: შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება უნდა იყვნენ ფხიზლად და დააკვირდნენ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებას

გიორგი ცაგარეიშვილი: შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება უნდა იყვნენ ფხიზლად და დააკვირდნენ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებას

შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში წესრიგის დაცვა, უსაფრთხოება და უშიშროება უნდა იყვნენ ფხიზლად და დააკვირდნენ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ე.წ. დემოკრატიული ოპოზიციის დიდ გამოცდილებას ამ მიმართულებით, ვფიქრობ, რომ საკმაოდ ყურადსაღები ინფორმაციაა. კვლევა-ძიებაც არ სჭირდება იმის თქმას, რომ დიახაც, საფრთხეები არის სერიოზული და შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ევალებათ ქვეყანაში წესრიგის დაცვა, უსაფრთხოება და უშიშროება უნდა იყვნენ ფხიზლად და დააკვირდნენ მათ მოქმედებას“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.