არაერთხელ გვინახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და დესტაბილიზაციის მცდელობები თუ როგორ გამოსდის რადიკალურ ოპოზიციას., - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ქვეყნის შიგნით რჩებიან ძალები და მათი მხარდამჭერები ქვეყნის გარეთ, ვინც ქვეყანაში არეულობის გეგმას გულშემატკივრობენ.
„წინა თვეებში არაერთხელ მოგვისმენია განცხადებები, სადაც ოპოზიციის ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ისინი კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად ყველაფერს აკეთებენ, რომ შემდეგ ამას მოჰყვეს საქართველოში არეულობა და ამ არეულობით ისარგებლონ, რომ როგორმე საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ხელისუფლებაში მოხვდნენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.