გერმანიის კანცლერი იმ მთავარ პირობას ასახელებს, რომლის შესრულების შემთხვევაშიც რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება იქნება შესაძლებელი. ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთმა უკრაინიდან საკუთარი ჯარები უნდა გაიყვანოს.
„ცინიზმია, ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც სხვა ქვეყნის ტანკებია, ეუბნებოდე, თავის დაცვის ნაცვლად მოლაპარაკება აწარმოოს. მოლაპარაკებისთვის მთავარი პირობა უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანა უნდა იყოს,“ - აღნიშნა შოლცმა.