საბერძნეთში შტორმ „დანიელის“ შედეგად 200 000-ზე მეტი ცხოველი დაიღუპა

საბერძნეთში შტორმ „დანიელის“ შედეგად 200 000-ზე მეტი ცხოველი დაიღუპა

საბერძნეთში შტორმ „დანიელის“ შედეგად 200 000-ზე მეტი ცხოველი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლეფტერის ავგენაკისმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 61 786 თხა და ცხვარი, 19 355 ღორი, 5306 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და 123 810 ფრინველი.

6 სექტემბერს საბერძნეთს შტორმმა „დანიელმა“ გადაუარა. ძლიერ წვიმებს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობა მოჰყვა. ზოგიერთ სოფლებში სახლები თითქმის მთლიანად დაიტბორა, მოსახლეობამ კი გადარჩენა მხოლოდ სახურავებზე ასვლით შეძლო. 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზრდა.