BBC: ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

BBC: ჰანტერ ბაიდენს იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილს იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე ბრალი 3 პუნქტით წარუდგინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საქმე ეხება 2018 წლის ოქტომბერში ჰანტერ ბაიდენის მიერ შეძენილ იარაღს. ბრალდების მხარის მტკიცებით, დელავერის შტატში, იარაღის შეძენის დროს მან მოიტყუა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო.

კიდევ ერთი ბრალდება უკავშირდება ჰანტერ ბაიდენის მიერ იარაღის ფლობის პერიოდში ნარკოტიკების მოხმარებას. აშშ-ის ფედერალური კანონის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა დანაშაულია.

ჰანტერ ბაიდენმა საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურასთან მოლაპარაკება, 2023 წლის ივნისში დაიწყო, თუმცა საპროცესო შეთანხმება ივლისში ჩაიშალა.

როგორც BBC წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჰანტერ ბაიდენს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.