უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მომავალ კვირას შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
მედიის ცნობით, ზელენსკი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას და ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს. უცნობია, სად შედგება უკრაინისა და შტატების პრეზიდენტების შეხვედრა - ნიუ-იორკში, თუ თეთრ სახლში.